რანგნიკი: რონალდუ კარგ პრესინგს ვერ თამაშობს, თუმცა ამისთვის არ ვადანაშაულებ
რალფ რანგნიკი არ თვლის, რომ კრიშტიანუ რონალდუ კარგ პრესინგს თამაშობს.
„რაღაც ეტაპზე, მაშინაც კი, როცა ვითამაშეთ, მაგალითად, ნიუკასლთან ან ნორვიჩთან, უბრალოდ მივხვდით, რომ რთული იყო. წინასასეზონო სამზადისი არ გვქონია, ფიზიკურ ფორმას ნამდვილად ვერ განვავითარებდით და გუნდის დონის ამაღლებასაც ვერ ვახერხებდით.
მაგრამ დამიჯერეთ, მე ამით ყველაზე იმედგაცრუებული და უკმაყოფილო ვარ. რაღაც მომენტში კომპრომისების ძებნა მოგვიწია: ცოტა ღრმად შეტევა, იმაზე ფიქრი, თუ როგორ უნდა აიძულოთ ჩვენი შემტევი მოთამაშეები, რომ სწორი პოზიცია დაეკავებინათ.
კრიშტიანუმ რამდენიმე გოლი გაიტანა, მაგრამ ის მაინც არ არის პრესინგის მონსტრი. მე მას ამაში არ ვადანაშაულებ, მან შესანიშნავად ითამაშა. ეს ის ფეხბურთელი არ არის, რომელიც ყვირის: „ჰეი, ბურთი მეტოქეს აქვს, როგორ წავართვათ?“ მაშინაც კი, როდესაც ის ახალგაზრდა იყო, ის არ იყო ასეთი.
იგივეა რამდენიმე სხვა მოთამაშესთან მიმართებითაც, ამიტომ რაღაც მომენტში მოგვიწია კომპრომისზე წასვლა. ალბათ ძალიან ბევრ კომპრომისზე წავედით - ესეც შესაძლებელია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ მაინც ვერ ვიპოვეთ სწორი ბალანსი ბურთით და მის გარეშე მოქმედებებს შორის.
მაშინაც კი, როცა ბურთი გვქონდა, იმდენი შანსი არ შეგვიქმნია, რამდენიც შეგვეძლო“,
- აღნიშნა რანგნიკმა.