პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

გუარდიოლა: ჰოლანდი ჩვენს სტილს ვერ მოერგება? თქვენ მითხარით როგორ ვითამაშოთ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ თავისი გუნდი „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეადარა.

„როდესაც ჩამოვედი, ხალხმა თქვა, რომ პრემიერ ლიგა არის ძალიან რთული, მსოფლიოში ყველაზე რთული ლიგა. სხვადასხვა კლუბები გახდნენ ჩემპიონები და მხოლოდ სერ ალექს ფერგიუსონმა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად შეძლო და ჩემპიონატი მრავალჯერ მოიგო.

როდესაც ჩემპიონები გავხდით, მივხვდით მათი მიღწევების მასშტაბებს, მაგრამ ახლა ჩვენ თვითონ ვართ ამასთან ახლოს. და უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა.

ჩემს პირველ სეზონში ჩემპიონები ვერ გავხდით, მაგრამ მას შემდეგ ბევრი სამუშაო გავწიეთ. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია იმ პოზიციაზე ყოფნა, რომელშიც ახლა ვართ. კარგი იქნება თუ კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ ჩემპიონობას. ჩვენ იქ ვართ, სადაც დღეს ვართ იმის წყალობით, რაც წარსულში გავაკეთეთ.

ჰოლანდი? ამბობენ, რომ ის ვერ მოერგება ჩვენს თამაშს, მაგრამ მე მინდა ვკითხო ამ ხალხს, როგორ ვითამაშოთ? და დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ აქვთ ამ კითხვაზე პასუხი.

დარწმუნებული ვარ, რომ ის თავის ნორმას მხოლოდ იმიტომ გაიტანს, რომ ძალიან კარგია. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ის მოდის ახალ ქვეყანაში, მას სჭირდება კომფორტი. თუ ადაპტაციის პროცესს კვირები სჭირდება, შესანიშნავია. თვეებიც მშვენიერია. ის ჩვენთან მრავალი წლის განმავლობაში ითამაშებს, იმედი მაქვს ასე იქნება.

თუ მას ადაპტაციისთვის მეტი დრო დასჭირდება, ის ამას მიიღებს. ჩვენ ვეცდებით დავეხმაროთ მას და დარწმუნებული ვარ ის შეეცდება დაგვეხმაროს ჩვენ. ამაში ეჭვი არ მეპარება",

- განაცხადა გუარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი „მანჩესტერ სიტის“ 2016 წლიდან წვრთნის. ამ ხნის განმავლობაში მან სამჯერ მოიგო ინგლისის პრემიერ ლიგა და მეოთხე ტიტულთან ძალიან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი ტიტული - ლაიპციგმა გერმანიის თასი მოიგო
ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი ტიტული - ლაიპციგმა გერმანიის თასი მოიგო