რონალდუს და რომარიოს შედეგი გაიმეორა - ნეიმარმა ახალი ისტორია დაწერა
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „პარი სენ ჟერმენი“ „მეცს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 5:0 დაამარცხა. შეხვედრის 31-ე წუთზე ნეიმარმა გაიტანა და ამით ახალი ისტორია დაწერა.
ფეხბურთის ისტორიაში, ბრაზილიელი ფეხბურთელი გახდა მხოლოდ მესამე მოთამაშე, რომელმაც 100-გოლიან ნიშნულს სამ სხვადასხვა კლუბში მიაღწია. ასეთი შედეგი აქამდე კრიშტიანუ რონალდუს და რომარიოს ჰქონდათ.
ნეიმარმა 136 გოლი „სანტოსის“ შემადგენლობაში გაიტანა. „ბარსელონაში“ 185 ჩატარებულ მატჩში თავი 105-ჯერ გამოიჩნა, ხოლო პარიზელთა რიგებში ამ მაჩვენებლის დასაფიქსირებლად 144 შეხვედრა დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს“ 2017 წლის ზაფხულში „ბარსელონადან“ დღემდე რეკორდულ თანხად 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. 5 წლის განმავლობაში ბრაზილიელ ვარსკვლავს ხშირად აწუხებდა ტრავმები, რის გამოც მხოლოდ 144 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა.
Neymar becomes the 3rd footballer in modern history to score 100 Goals for 3 different clubs. (After Romário & Cristiano Ronaldo)
— AllThingsSeleção ™ (@SelecaoTalk) May 21, 2022
Santos
???? 225 Games
⚽️ 136 Goals
Barcelona
???? 186 Games
⚽️ 105 Goals
PSG
???? 144 Games
⚽️ 100 Goals pic.twitter.com/BGEhKTU0Yd