კილიან მბაპე
Aa
Aa

''ერთად შევქმნით მაგიას პარიზში'' - მბაპეს პარიზული ისტორია გრძელდება

უმდიდრესმა ფრანგულმა კლუბმა, პსჟ-მ კილიან მბაპესთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, სუპერვარსკვლავი პარიზულ კლუბში რჩება. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

მბაპე:''მოხარული ვარ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებით. დარწმუნებული ვარ, ამ კლუბში განვითარება შემიძლია, პსჟ ყველაფერს უზრუნველყოფს, რაც უმაღლეს დონეზე ასპარეზობისთვის საჭიროა. მოხარული ვარ, რომ კარიერას კვლავ საფრანგეთში გავაგრძელებ, სადაც დავიბადე, გაიზარდე და ჩემი სახელი შევქმენი.

მსურს, კლუბის პრეზიდენტს მოთმინებისთვის, ნდობისთვის და ურთიერთგაგებისთვის მადლობა გადავუხადო. მადლობა კლუბის ქომაგებს საფრანგეთსა და მთელს მსოფლიოში. განსაკუთრებული მადლობა უკანასკნელი თვეებისთვის. ერთად ჩვენ შევქმნით მაგიას პარიზში''.

გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მას კლუბის სპორტულ პროექტზე სრული კონტროლი შესთავაზა. კილიანს უფლება ექნება მწვრთნელის შერჩევის პროცესში წვლილი შეიტანოს და თანაგუნდელების მომავალთან დაკავშირებით, სათქმელი ჰქონდეს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზელები თანახმა არიან, მბაპეს ყოველთვიურად 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე 2 მილიონით მეტია. ამასთან, ფრანგი ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ბონუსსაც მიიღებს, რომელიც 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ფრანგი შემტევი მადრიდის „რეალს“ შეუთანხმდა და რეალურად ასეც იყო, თუმცა პსჟ-ს შეთავაზებულმა ფინანსურმა სარგებელმა მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"მადლობა, რომ შესაძლებლობა მომეცით" - მბაპემ პერესს წერილი მისწერა