პსჟ, მადრიდის რეალი, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

"მადლობა, რომ შესაძლებლობა მომეცით" - მბაპემ პერესს წერილი მისწერა

გადაწყვეტილია, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს და კლუბში კიდევ 3 წლით დარჩება. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ღია შეტყობინება გაუგზავნა.

მბაპე:

"ბატონო ფლორენტინო პერეს, გაცნობებთ, რომ გადავწყვიტე პსჟ-ში დარჩენა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცით.. მეთამაშა მადრიდის „რეალში“, კლუბში, რომელში თამაშზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებით ჩემს გადაწყვეტილებას. წარმატებები ჩემპიონთა ლიგის ფინალში.“

შეგახსენებთ, რომ მადრიდული გრანდი ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის შეძენას ზედიზედ ორი სეზონი ცდილობდა და ახლოსაც იყო, თუმცა, როგორც ჩანს კილიანმა მეფურ კონტრაქტზე უარი ვერ თქვა.

გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მას კლუბის სპორტულ პროექტზე სრული კონტროლი შესთავაზა. კილიანს უფლება ექნება მწვრთნელის შერჩევის პროცესში წვლილი შეიტანოს და თანაგუნდელების მომავალთან დაკავშირებით, სათქმელი ჰქონდეს.

Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზელები თანახმა არიან, მბაპეს ყოველთვიურად 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე 2 მილიონით მეტია. ამასთან, ფრანგი ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ბონუსსაც მიიღებს, რომელიც 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის იქნება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ფრანგი შემტევი მადრიდის „რეალს“ შეუთანხმდა და რეალურად ასეც იყო, თუმცა პსჟ-ს შეთავაზებულმა ფინანსურმა სარგებელმა მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პერესმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ მბაპე რეალში აღარ გადავა
პერესმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ მბაპე რეალში აღარ გადავა