მბაპე რჩება - პოჩეტინო და ლეონარდო წავლენ
გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით დაადასტურა, რომ კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ დარჩება და გუნდთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. საუბარია 3-წლიან ხელშეკრულებაზე და კიდევ დამატებით საოცარ ბენეფიტებზე, რომლებზეც ქვემოთ მოგახსენებთ.
ფაბრიციო რომანო კილიანის დარჩენის გარდა კიდევ სხვა ინფორმაციასაც ავრცელებს. როგორც ირკვევა, პარიზულ გრანდს მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო და სპორტული დირექტორი ლეონარდო დატოვებენ.
არგენტინელი სპეციალისტის წასვლა ლოგიკაში ჯდება, რადგან მისი შედეგებით პარიზში უკმაყოფილო არიან, ხოლო, რაც შეეხება ლეონარდოს, მისი შესაძლო წასვლა რა მიზეზით ხდება ეს ჯერჯერობით უცნობია. ბრაზილიელი საკუთარ მოვალეობას ბოლო წლებში საკმაოდ კარგად ასრულებდა. „პარი სენ ჟერმენი“ მათ შემცვლელებს უკვე ეძებს.
Kylian Mbappé will sign a three year deal with Paris Saint-Germain, the contract will be valid until 2025. It was approved in the morning. ???????? #Mbappé
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 21, 2022
Pochettino & Leonardo are expected to leave, as @Romain_Molina says - PSG are already exploring options to replace them. #PSG pic.twitter.com/ZAispywrVz
რაც შეეხება მბაპეს ბენეფიტებს, გავრცელებული ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენმა“ მას კლუბის სპორტულ პროექტზე სრული კონტროლი შესთავაზა. კილიანს უფლება ექნება მწვრთნელის შერჩევის პროცესში წვლილი შეიტანოს და თანაგუნდელების მომავალთან დაკავშირებით, სათქმელი ჰქონდეს.
Sky Sports-ის ინფორმაციით, პარიზელები თანახმა არიან, მბაპეს ყოველთვიურად 4 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადონ, რაც მის ამჟამინდელ ხელფასზე 2 მილიონით მეტია. ამასთან, ფრანგი ფეხბურთელი ხელშეკრულების გაფორმების სანაცვლოდ ბონუსსაც მიიღებს, რომელიც 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის იქნება.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ესპანურმა გამოცემებმა დაწერეს, რომ ფრანგი შემტევი მადრიდის „რეალს“ შეუთანხმდა და რეალურად ასეც იყო, თუმცა პსჟ-ს შეთავაზებულმა ფინანსურმა სარგებელმა მის გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა მოახდინა.