ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი, ხაუმე დომენეკი
Aa
Aa

"მამარდა" ისევ სკამზეა - ძირითადში ამჯერად დომენეკი დგას

ლა ლიგის უკანასკნელ ტურში „ვალენსია“ ვიგოს „სელტას“ უმასპინძლებს. ქართველ გულშემატკივრებს იმედი ჰქონდათ, რომ ძირითადი შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილი ითამაშებდა, თუმცა ხოსე ბორდალასმა ამჯერადაც სხვანაირად გადაწყვიტა.

მოგეხსენებათ, წინა ტურში „ღამურების“ კარი იასპერ სილესენმა დაიცვა, რომელსაც „ვალენსიადან“ აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ამ საკითხზე ოდნავ მოგვიანებით მოგახსენებთ.

ამჯერად, ესპანელმა სპეციალისტმა სასტარტო თერთმეტეულში ხაუმე დომენეკი დააყენა, რომელსაც დიდი ხანია არ უთამაშია. ესპანურ მედიას თუ დავუჯერებთ, ეს ყველაფერი ქართველ მეკარეზე გავლენას არ მოახდენს და მომავალ სეზონში კვლავ გიორგი იქნება მთავარი კიპერი.

რაც შეეხება სილესენს, გამოცემა voetbalprimeur წერს, რომ ნიდერლანდელი მეკარე მომავალი სეზონიდან ერედივიზიონში ითამაშებს. ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი „აიაქსში“ გადავა თუ პსვ-ში.

ამ მომენტისთვის, „ეინდჰოვენს“ იასპერის ტრანსფერზე „აიაქსთან“ შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან მასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა თავად სილესენს ამსტერდამულ კლუბთან კარგი მოგონებები აკავშირებს და გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა ამან დიდი როლი ითამაშოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პრესაში გავანადგურებ“ - სკანდალი ვალენსიას გარშემო
„პრესაში გავანადგურებ“ - სკანდალი ვალენსიას გარშემო