გიორგი გაგუა
Aa
Aa

დებიუტის მოლოდინი ლა ლიგაში - გაგუა ალავესის სამატჩო განაცხადშია

ლა ლიგის სეზონის დასკვნით ტურში ''ალავესი'' ''კადისს'' უმასპინძლებს. ''ალავესის'' სამატჩო განაცხადში 20 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი გაგუას ვიხილავთ. დიდი ალბათობით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ლა ლიგაში სადებიუტო მატჩს ჩაატარებს.

გაგუამ, ხულიო ველასკესის ხელმძღვანელობით, ''ალავესის'' პირველ გუნდთან ერთად პარასკევს და შაბათს ივარჯიშა, კვირას კი ''მენდისოროსაზე'' ''ალავესი'' - ''კადისის'' შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დაწყებამდე მოსამზადებელ ეტაპზე გიორგი გაგუამ ''ალავესის'' პირველ გუნდში რამდენიმე მატჩი ჩაატარა, გოლები გაიტანა, თუმცა შემდეგ მეორე გუნდში დააბრუნეს. სეზონის მიმდინარეობისას პერიოდულად ქართველი თავდამსხმელი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა სამატჩო განაცხადში პირველად ''კადისთან'' იქნება.

გაგუას ვარჯიშის კადრები ''ალავესის'' პირველ გუნდში

გაგუას საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ესპანეთში გადაბარგებამდე თბილისის ''დინამოს'' აკადემიასა და ''იბერია 2010''-ში ირიცხებოდა. გაგუას მწვრთნელი ''იბერია 2010''-ში გუბაზ დოლიძე იყო. მოგეხსენებათ, გუბაზ დოლიძე ბავშვთა ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია და მასთან მუშაობით ბევრმა ფეხბურთელმა პროგრესი აჩვენა, გაგუაც ერთ-ერთი მათგანია.

ფეხბურთელი ძალიან მონდომებულია, რომ ესპანურ კლუბში ადგილი დაიმკვიდროს. თავისუფლად საუბრობს ესპანურ ენაზე, რაც ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია პირველ გუნდში ადაპტაციის ძალიან რთულ გზაზე.

37 ტურში ''ალავესმა'' 31 ქულა მოაგროვა, სეზონს ბოლო ადგილზე დაასრულებს, შემდეგ სეზონში ლა ლიგა 2-ში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''გუნდში ბალანსია საჭირო'' - სანიოლი ჩაკვეზე, კვარაზე, მამარდასა და სხვა თემებზე
''გუნდში ბალანსია საჭირო'' - სანიოლი ჩაკვეზე, კვარაზე, მამარდასა და სხვა თემებზე