პერესმა ფეხბურთელებს აცნობა, რომ მბაპე რეალში აღარ გადავა
Sky Sports-ის ჟურნალისტი გილემ ბალაგე სოციალურ ქსელში წერს, რომ კილიან მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს.
„ახლახან მითხრეს, რომ ფლორენტინო პერესმა დღეს საღამოს გასახდელში ფეხბურთელებს უთხრა, რომ მბაპე რეალში არ გადავიდოდა.
დაველოდოთ მბაპეს განცხადებას, სანამ რაიმეს დავადასტურებთ“,
- წერს ბალაგე სოციალურ ქსელში.
ხუთშაბათს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 23 წლის თავდამსხმელი პსჟ-დან წასვლას კვირას გამოაცხადებდა, თუმცა, პარასკევს დილით ცნობილი გახდა, რომ ფრანგს ჯერ არ გადაუწყვეტია სად გააგრძელოს კარიერა.
Eurosport-ის ცნობით, პარიზელებმა 23 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გასაგრძელებლად, მხოლოდ ხელის მოწერისთვის 300 მილიონი ევროს ბონუსი შესთავაზეს.
ასევე, ახალი ხელშეკრულების პირობებით, ფრანგს გადასახადების გარეშე წელიწადში 100 მილიონი ევროს ხელფასს სთავაზობენ. გარდა ამისა, კილიანს შეეძლება განკარგოს საიმიჯო კონტრაქტების უფლებების უმეტესობა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად მადრიდის „რეალში" მბაპეს პოტენციური ტრანსფერი თითქმის შეუძლებლად ფასდება. უახლოეს დღეებში ყველაფერს ნათელი უნდა მოეფინოს და კილიანის მორიგი სატრანსფერო საგა 1 წლით მაინც დასრულდეს.