ევრობასკეტზე საქართველოს მეტოქე ცნობილია - ვინ ჩაანაცვლა რუსეთი?
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის, FIBA-ს ევროპული ზონის მმართველმა საბჭომ რუსეთთან და ბელარუსთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიიღო. ახლახან, „ფიბა ევროპამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რუსეთის ნაკრები 2022 წლის ევრობასკეტზე ვერ იასპარეზებს.
ეს ინფორმაცია ჩვენთვის ორმაგად საინტერესოა, რადგან რუსეთი საქართველოსთან ერთად, A ჯგუფში იყო და თბილისში უნდა ჩამოსულიყო. ფიბას ოფიციალური განცხადების მიხედვით, რუსეთს მონტენეგრო ჩაანაცვლებს, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია, მაგრამ წარუმატებელ გუნდებს შორის საუკეთესო შედეგი ჰქონდა.
Russia is withdrawn from #EuroBasket 2022. Montenegro, as the team with the best win-loss record (3-3) among those who didn’t advance from the EuroBasket Qualifiers, will replace Russia in the tournament and will compete in Group A in Tbilisi. pic.twitter.com/ARtJbmfNfx
— FIBA #EuroBasket 2022 (@EuroBasket) May 20, 2022
ეს ყველაფერი არაა. რამდენიმე საათის წინ, ფიბამ თავისი ეგიდით გასამართ ტურნირებზე გამოსვლა რუსულ და ბელარუსულ კლუბებსაც აუკრძალა. ამასთან, უახლოეს პერიოდში რუსეთსა და ბელარუსში ფიბას ეგიდით გასამართი ტურნირები არ უნდა ჩატარდეს და რუსეთისა და ბელარუსის ნაკრებები მომდევნო საერთაშორისო ტურნირებიდან მოიკვეთონ.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი პირველ სექტემბერს დაიწყება და 18-ში დასრულდება. საქართველოს ნაკრები ტურნირს ბელგიასთან დაპირისპირებით გახსნის.