მსოფლიო თასი - ნინო თიბილაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
პარამოფარიკავე ნინო თიბილაშვილი ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელია. ჩვენმა სპორტსმენმა ფინალურ დაპირისპირებაში პოლონელი კინგა დროჟი დაამარცხა.
თიბილაშვილმა მეტოქეს იოლად ანგარიშით 15:9 მოუგო. ნახევარფინალში კი ქართველმა პარამოფარიკავემ ბრიტანელ ჯემა კოლინზს აჯობა.
ტაილანდშივე ვერცხლის მედალი ირმა ხეცურიანმა დაისაკუთრა. ხეცურიანმა ნახევარფინალში გერმანელ მოწინააღმდეგე სილვია ტაუბერს ანგარიშით 15:12 სძლია, ხოლო ფინალში ბრძოლა ტაილანდელ სანსუნ იანთან ანგარიშით 13:15 დათმო.
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი ტაილანდის მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობას აგრძელებს.