ჯანლუკა დი მარციო: მბაპემ გადაიფიქრა და პსჟ-ში რჩება
კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა კვლავ გრძელდება და ამჯერად მოულოდნელ შემობრუნებასთან გვაქვს საქმე.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ სიტუაცია კილიანის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მკვეთრად შეიცვალა: ფეხბურთელმა გადაიფიქრა.
#Mbappe is now close to stay in @PSG_inside and renew his contract @SkySport @SkySports @SkySportsNews
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) May 20, 2022
„რეალთან“ სიტყვიერი შეთანხმების მიუხედავად, 23 წლის ფეხბურთელი ახლა პარიზელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა.
მბაპე მზადაა გადაიფიქროს და დარჩეს პსჟ-ში, კლუბის მკვეთრი ქმედებების გამო. პარიზელები ბოლო დღეებია ყველაფერს აკეთებენ, რომ კილიანი დარჩენაში დაარწმუნონ.
უახლოეს საათებში ივარაუდება, რომ მბაპემ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
#Calciomercato | #PSG, sorprendente dietrofront di #Mbappé: il francese è sempre più vicino alla permanenzahttps://t.co/3Kae5muU5k
— Gianluca Di Marzio (@DiMarzio) May 20, 2022
ფაბრიციო რომანო მბაპეს შესახებ
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც წერს, რომ მბაპეს ჯერ არ გადაუწყვეტია შეუერთდება თუ არა „რეალს“ მომდევნო სეზონიდან.
რომანოს ინფორმაციით, დღეს 23 წლის ფორვარდი ამ საკითხს ოჯახთან და გარემოცვასთან ერთად კვლავ განიხილავს. ამ დროისთვის, არ არსებობს გარანტია, რომ კილიანი „რეალს“ აირჩევს და ამის შესახებ საჯაროდ გამოაცხადებს.
როგორც ჩანს, ამ მომენტისთვის მბაპესთვის ბრძოლაში პსჟ დაწინაურდა.
Real Madrid hoped to get the green light from Kylian Mbappé as early as last Tuesday... but he asked for "bit more time to reflect". ⭐️ #Mbappé
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 20, 2022
Paris Saint-Germain have been improving their bid in the last 15 days, pushing until the end.
Mbappé's camp: new internal talks today. pic.twitter.com/Ee7YKcI144