როლან გაროსი: ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
პარიზში დიდი სლემის ტურნირის „როლან გაროსის“ ძირითადი ბადის წილისყრა შედგა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქის ვინაობა გახდა ცნობილი.
როგორც გაირკვა, ბასილაშვილი საწყის ეტაპზე 63-ე ჩოგანს, ამერიკელ მაქსიმ კრესის დაუპირისპირდება, რომელთანაც აქამდე მხოლოდ ერთხელ აქვს ნათამაშები - 2021 წელს აშშ-ს ღია პირველობაზე, სადაც ნიკამ 7:6, 6:3, 7:5 მოიგო.
რაც შეეხება მეორე წრეს, ამ წყვილს შორის გამარჯვებული ამერიკელ მაკენზი მაკდონალდსა და კვალიფიკაციის ბადეში ერთ-ერთ ჩოგბურთელს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.
ბასილაშვილმა აქამდე „როლან გაროსზე“ 7-ჯერ ითამაშა. აქედან 5-ჯერ ნიკამ პირველ წრეში მარცხი განიცადა. თითოჯერ მეორე და მესამე წრემდე მიღწევა შეძლო. ჯერჯერობით ქართველს ფრანგულ გრანდ სლემზე სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევია.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ბასილაშვილმა ჟენევის საერთაშორისო 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირის მერვედფინალში ითამაშა, სადაც ჟოაუ სოუზას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ორ სეტში 4:6 3:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.