ევერტონი, კრისტალ პალასი, პატრიკ ვიეირა
Aa
Aa

მოედანზე შეჭრილ გულშემატკივარს ვიეირამ წიხლი ჩაარტყა

პრემიერ ლიგის 37-ე ტურში „ევერტონმა“ „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 0:2-ის შემდეგ, 3:2-ის მოგება შეძლო, რის შემდეგაც ფრენკ ლამპარდის შეგირდებმა პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლეს.

დომინიკ კალვერტ-ლიუნის გადამწყვეტი გოლის შემდეგ, „გუდისონ პარკზე“ ქომაგები შეიჭრნენ და ნაადრევი ზეიმი დაიწყეს, თუმცა მალევე მინდორი დატოვეს და შეხვედრას დასრულების საშუალება მისცეს.

იმ მომენტში, როცა ქომაგები მინდორზე იმყოფებოდნენ, რამდენიმე მათგანმა „კრისტალ პალასის“ მთავარ მწვრთნელს პატრიკ ვიეირას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვიეირამ ვეღარ მოითმინა და ერთ-ერთ მათგანს წიხლი უთავაზა. ამის ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში მალევე გავრცელდა.

მალევე თავად ქომაგებმა სიტუაცია დააწყნარეს და გამშველებლის როლი იტვირთეს.

ჯერჯერობით უცნობია ელის თუ არა სანქციები ვიეირას. ამ ინციდენტზე საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს.

ბოლოს გეტყვით, რომ ამ გამარჯვების შედეგად „ევერტონმა“ 39 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონაში მყოფ „ბარნლისა“ და „ლიდსს“ 4 ქულით უსწრებს. „კანფეტებს“ ბოლო ტურის წინ გავარდნა აღარ ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში - ოთარ კაკაბაძით გერმანული კლუბი ინტერესდება
ქართველი ფეხბურთელი ბუნდესლიგაში - ოთარ კაკაბაძით გერმანული კლუბი ინტერესდება