რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

SPORT: ყველაფერი გადაწყვეტილია - ლევანდოვსკი ბარსელონაში ითამაშებს

რობერტ ლევანდოვსკი „ბარსელონას“ ყოველდღიურად უახლოვდება.

Sport-ის ცნობით, პოლონელი „ბარსელონაში“ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ ითამაშებს. წყარო წერს, რომ შეთანხმება უკვე მიღწეულია და ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია.

ესპანური გამოცემა იმასაც წერს, რომ ხელშეკრულება 3-წლიანი იქნება და პოლონელი „ბარსელონაში“ 2025 წლამდე ითამაშებს. მისი წლიური ანაზღაურება 9 მილიონი ევრო იქნება.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლონელი ორჯერ დაუკავშირდა კატალონიელთა მთავარ მწვრთნელს, ჩავის. მხარეებმა 2025 წლამდე გათვლილი კონტრაქტი განიხილეს.

რომანო წერს, რომ ლევანდოვსკი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს არცერთ სხვა კლუბებთან, რადგან მისთვის პრიორიტეტს „ბარსელონური“ ვარიანტი წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი შემტევი გერმანულ კლუბს 2014 წელს შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, ლევანდოვსკიმ „ბაიერნის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 374-ჯერ მოირგო, 344 გოლი გაიტანა და 72 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არსენალისთვის დეპაის შეძენა პრიორიტეტულია
არსენალისთვის დეპაის შეძენა პრიორიტეტულია