პოლ პოგბა
Aa
Aa

პოგბა სიტის შეუთანხმდა, თუმცა მანჩესტერის ქომაგების შეეშინდა და გარიგება ჩაშალა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

The Times-ის ცნობით, ნახევარმცველმა პირადი კონტრაქტის პირობებზე „სიტისთან“ უკვე მოილაპარაკა და მათ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდებოდა, რომ არა ერთი გარემოება...

პოგბამ საბოლოოდ გადაიფიქრა, რადგან თვლიდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივრები მის ცხოვრებას მანჩესტერში აუტანელს გახდიდნენ.

წყაროს ცნობით, პოგბამ „ქალაქელებს“ ორი კვირის წინ განუცხადა, რომ თუ ის „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს, კარიერას პრემიერ ლიგის ფარგლებს მიღმა გააგრძელებდა.

ამრიგად, ყოველ მხრივ შეთანხმებული ტრანსფერი პოგბამ „იუნაიტედის“ ქომაგების მხრიდან მოსალოდნელი რისხვის გამო ჩაშალა.

პოგბა და იუვენტუსი

La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პოგბას ყველაზე მეტად პსჟ და „იუვენტუსი“ ეპატიჟებიან.

წყაროს ცნობით, „ბებერმა ქალბატონა“ პოგბასთვის უკვე კონტრაქტიც მოამზადა, რომლის მიხედვითაც ფრანგის ანაზღაურება წლიურად 7.5 მილიონი ევრო იქნება. ასევე გათვალისწინებულია ბონუსებიც. ტურინელები იმედოვნებენ, რომ ამ წინადადებით ისინი პარიზელებს დაამარცხებენ.

აღსანიშნავია, რომ პოგბა „იუნაიტედში“ წლიურად დაახლოებით 15 მილიონ ევროს იღებდა. ჯერჯერობით უცნობია რამდენად დათანხმდება ფრანგი მსგავს ფინანსურ შეთავაზებას. ერთი რამ ცხადია - პსჟ მას გაცილებით მეტს შესთავაზებს, თუმცა მთავარია სად სურს პოგბას თამაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გეიეს მხარდაჭერს გამო მენდის პოსტი წააშლევინეს - ლესტერმა განცხადებაც გაავრცელა
გეიეს მხარდაჭერს გამო მენდის პოსტი წააშლევინეს - ლესტერმა განცხადებაც გაავრცელა