ბარსელონა, ბექა მიქელთაძე
Aa
Aa

ბექა მიქელთაძე ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს

ავსტრალიური „ნიუკასლ ჯეტსის“ ქართველი თავდამსხმელი, ბექა მიქელთაძე კლუბში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 24 წლის ფეხბურთელი რეგულარული გათამაშების ბომბარდირი გახდა, სადაც 24 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, მიქელთაძეს ოქროს ბუცი გადაეცა და კრეიგ ჯონსტონის ჯილდოს მფლობელიც გახდა.

ქართველი ფეხბურთელი ავსტრალიის ჩემპიონატის რეგულარული სეზონის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 25 მაისს, ის კატალონიის „ბარსელონას“ წინააღმდეგ დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ავსტრალიის ფეხბურთის ასოციაციისა და „ბლაუგრანას“ გადაწყვეტილებით, A ლიგის 2021/22 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი „ბარსელონას“ სიდნეიში, Accor Stadium-ზე შეხვდება.

View this post on Instagram

A post shared by A-Leagues (@aleagues)

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ქართველი ფორვარდი ავსტრალიის ჩემპიონატში გასული წლის ზაფხულში გადავიდა, მანამდე კი ვოლგოგრადის „როტორში“, ბერძნულ „ხანთში“, ყაზანის „რუბინში“, ფამაგუსტას „ანორთოსისში“, „რუსთავში“, თბილისის „დინამოში“ და „ზესტაფონში“ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სამ ნომინაციაში გაიმარჯვა - მიქელთაძეს კარგი თამაში დაუფასდა
სამ ნომინაციაში გაიმარჯვა - მიქელთაძეს კარგი თამაში დაუფასდა