ხავიერ მასკერანო
Aa
Aa

ინგლისურის სწავლა, ბუცების გაწმენდა და წიგნების კითხვა - მასკერანოს მეთოდები

არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხავიერ მასკერანომ გუნდში თავისი წესები შეიტანა, რომლებსაც ფეხბურთელები აუცილებლად უნდა მიჰყვნენ. „ბარსელონას“ ყოფილი მოთამაშის მიერ დანერგილ სიახლეებზე AS-ი გვესაუბრება და საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

როგორც ირკვევა, მასკერანოს წესების მიხედვით, ფეხბურთელებმა თავიანთი საშინაო დავალება ყოველდღიურად უნდა შეასრულონ, ინგლისური ენა ისწავლონ, სავარჯიშო პერიოდებისას, როცა თავისუფალი დრო ექნებათ, წიგნები იკითხონ, თითოეული თამაშისა და ვარჯიშის შემდეგ, თავიანთი ბუცები გაწმინდონ, საკუთარ საკვებზე თავად იზრუნონ და სხვების იმედად არ იყვნენ, საკვების მიღების შემდეგ, თეფშები და დანა-ჩანგალი გაწმინდონ, გასახდელი დაასუფთაონ, სანამ დატოვებენ და სპეციალურ კურსებს დაესწრონ, რათა მედიასთან ურთიერთობა ისწავლონ.

AS-ის ცნობით, მასკერანოს სურს, რომ მის გუნდში მოასპარეზე ფეხბურთელები ჩამოყალიბებული ადამიანები იყვნენ და ნაკრების მიმართ უდიდესი პატივისცემა ჰქონდეთ. ამასთან, მისი მიზანია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა თავმდაბლობა შეინარჩუნოს და მიხვდეს შრომას რა ძალა აქვს.

შეგახსენებთ, რომ მასკერანომ არგენტინის 20-წლამდე ნაკრები 2022 წლის დასაწყისში ჩაიბარა და მარტში აშშ-სთან ფრე ითამაშა, მაისში კი პერუს წინააღმდეგ გამართულ ორ შეხვედრაში იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი ტანმოვარჯიშე, რომელსაც მაისურზე ასო Z ეწერა, დასაჯეს
რუსი ტანმოვარჯიშე, რომელსაც მაისურზე ასო Z ეწერა, დასაჯეს