მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბები - ბარსელონამ რეალს გადაასწრო
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბები - ბარსელონამ რეალს გადაასწრო

Forbes-მა მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბი დაასახელა და ისტორიაში პირველად მოხდა, რომ რეიტინგს „ბარსელონა“ ლიდერობს. „ბლაუგრანამ“ „რეალი“ ჩამოიტოვა და „მანჩესტერისა“ და „რეალის“ დომინაცია დაარღვია, რომლებიც ბოლო 16 წლის განმავლობაში ერთმანეთს პირველობისთვის ეჯიბრებოდნენ. ამ პერიოდში, „სამეფო კლუბი“ ნომერ პირველი 5-ჯერ იყო, „მანჩესტერი“ – 11-ჯერ.

„ბარსელონას“ ღირებულება 4.76 მილიარდი აშშ დოლარი გახლავთ, „რეალი“ კი 4.75 მილიარდადაა შეფასებული. მესამე ადგილს „ბაიერნი“ იკავებს - 4.215 მილიარდი, მეოთხე „მანჩესტერი გახლავთ - 4.2 მილიარდი, ხუთეულს კი „ლივერპული“ ასრულებს - 4.1 მილიარდი.

მეექვსე ადგილზე კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს ვხედავთ და „მანჩესტერ სიტი“ 4 მილიარდადაა შეფასებული. „ჩელსი“ მეშვიდეა - 3.2 მილიარდი, „არსენალი მერვე - 2.8 მილიარდი, „პარი სენ-ჟერმენი“ და „ტოტენჰემი“ კი მე-9 და მე-10 ადგილებს იკავებენ - 2.5 მილიარდი, 2.3 მილიარდი.

საინტერესოა, რომ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბის საშუალო ღირებულება 2.28 მილიარდი აშშ დოლარია, რაც 2 წლის წინანდელ შედეგთან შედარებით, 30 პროცენტით მეტი გახლავთ. სამაგიეროდ, აღნიშნული კლუბების საშუალო ბრუნვა 9.6 პროცენტით შემცირდა, საშუალო შემოსავალი კი - 70 პროცენტით, რაც კორონავირუსის პანდემიამ გამოიწვია.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო
ერთი გამარჯვება დადებით ბალანსამდე - ტოჩინოშინმა დღესაც მოიგო