„ყველაზე აქტიური იყო" - უნგრეთში ბერიძე გამოარჩიეს
უნგრულმა გამოცემა Csakfoci.hu-მ უნგრეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო თერთმეტეულში ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა და უნგრეთში „უიპეშტის“ შემტევი, გიორგი ბერიძე გამოარჩიეს.
„გიორგი ბერიძე უიპეშტის რიგებში ყველაზე აქტიური ფეხბურთელი იყო და თითქმის ყოველთვის იქ ჩნდებოდა, სადაც საჭირო გახლდათ. პირველ გოლამდე მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მეორე მომენტი კი ბერიძემ კარგად გამოიყენა“, - წერს უნგრული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში, „უიპეშტი“ სტუმრად „მეზოკოვესდ-ჟორის“ დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა. ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ თავიანთი კლუბის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს და თითო-თითო გოლით გამოირჩნენ.
მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა და მასპინძლები ხურინამ დააწინაურა. პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა, „იუპეშტმა“ კი 59-ე წუთზე, კატონას გოლით გაათანაბრა. ამის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების ჯერი დადგა. 66-ე წუთზე, ბერიძემ „უიპეშტი“ წინ გაიყვანა, 71-ზე კი, ბუდუმ ანგარიში 3:1 გახადა. მასპინძლებმა მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და მეტოქის კარი 93-ე წუთზე აიღეს.