მარიამ ბოლქვაძე, როლან გაროსი
Aa
Aa

მარცხი რეიტინგის 223-ე ნომერთან - ბოლქვაძე როლან გაროსზე არ იქნება

სულ მალე საჩოგბურთო სამყაროში საფრანგეთის ღია პირველობა დაიწყება. მარიამ ბოლქვაძე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში WTA-ს რეიტინგის 223-ე ნომერს სეონე მენდეზს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ სამ სეტში 6:3 4:6 2:6 დამარცხდა.

პირველი სეტი „ჩვენებურის“ კარნახით წარიმართა. პირველივე გეიმში ბრეიკი შეასრულა, თუმცა შემდეგ ბრიტანელმა იყოჩაღა და წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ამისა, მარიამმა მეტოქის სამი ჩაწოდება მოიგერია და ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა.

მეორე სეტში სიტუაცია შეიცვალა. ბოლქვაძემ უნებლიე შეცდომებს უმატა, რაც ანგარიშზე აისახა. იმ დროს, როდესაც ანგარიში 3:3 იყო, მენდეზმა ბრეიკი შეასრულა, წინ გავიდა და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.

მესამე სეტში კი მარიამი გატყდა. მისმა მოწინააღმდეგემ ორი ბრეიკი შეასრულა და გამარჯვება კომფორტული უპირატესობით მოიპოვა. სამწუხაროდ, მარიამ ბოლქვაძე „როლან გაროსზე“ ვერ იასპარეზებს.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპზე კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ითამაშებს. ეკო 17 მაისს რეიტინგის 576-ე ნომერს, ფრანგ ლუის ბოისონს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები