ვიტესი
Aa
Aa

ვიტესის ყოფილი ფეხბურთელი 30-მეტრიანი კლდიდან გადახტომის დროს დაიღუპა

არნემის „ვიტესის“ ყოფილი ფეხბურთელი, ნიდერლანდელი მურად ლამრაბატი 31 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა.

ფეხბურთელი ოჯახთან ერთად ესპანეთის ქალაქ მალიორკაში ისვენებდა. The Sun-ის ინფორმაციით, ლამრაბატი 30-მეტრიანი კლდიდან გადახტომა გადაწყვიტა, რაც სამწუხაროდ ტრაგიკული აღმოჩნდა.

წყალში ჩახტომის დროს ლამრაბატმა გონება დაკარგა და დაიხრჩო. მის ცხედარს ვერტმფრენით და სამაშველო ნავებით რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ფეხბურთელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი ნიდერლანდულმა კლუბმაც გაავრცელა და ლამრაბატის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ცნობისთვის, მურად ლამრაბატი ნიდერლანდურ „ვიტესში“ 2010/11 წლებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
40 მილიონი ხელფასის სახით - მბაპეს და რეალის შეთანხმების ფინანსური დეტალები
40 მილიონი ხელფასის სახით - მბაპეს და რეალის შეთანხმების ფინანსური დეტალები