კრიშტიანუ რონალდუ, მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: "რონალდუ გიგანტია, მისი დარჩენა მსურს"

როგორც ცნობილია, მომავალი სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერიკ ტენ ჰაგი უხელმძღვანელებს. ნიდერლანდელი სპეციალისტის დანიშვნას სპორტულ მედიაში ბევრი ჭორი მოყვა.

ამბობდნენ, რომ მას კრიშტიანუ რონალდუ არ მოსწონს და მისი გუნდიდან წასვლა უნდა, მაგრამ ერიკმა ყველა ჭორს წერტილი დაუსვა.

რა თქვა ტენ ჰაგმა?

„მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას. რონალდუ ნამდვილი გიგანტია. ის, რაც მან ბოლო წლების განმავლობაში გააკეთა შეუფასებელია. კრიშტიანუ ჯერ კიდევ ძალიან ამბიციურია. რა თქმა უნდა, მისი დარჩენა მსურს.

მიმდინარე სეზონში, პორტუგალიელი „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ სეზონში დიდებულ სტატისტიკას დააფიქსირებს. რონალდუს საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს ერთად არაერთ ტიტულს მოვიგებთ.“

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშაკები“ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდნენ. ამ ფაქტს კი რონალდუს „იუნაიტედიდან“ აბარგება უწინასწარმეტყველეს. თავად ფეხბურთელმა კი გადაწყვიტა, რომ კლუბში დარჩეს და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები