ტუხელმა დაადასტურა - კრისტენსენი ბარსელონაში ითამაშებს
ბოლო პერიოდში ხშირად იწერება ანდრეას კრისტენსენის „ჩელსიდან“ წასვლის შესახებ. დანიელ ფეხბურთელს აქტიურად უკავშირებენ კატალონიის „ბარსელონას“. დღევანდელ დღემდე, ამ საკითხზე ოფიციალურად არაფერი თქმულა.
დღეს კი გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით ტომას ტუხელი სიტყვები გააჟღერა.
"We're losing him", Thomas Tuchel finally confirms on Andreas Christensen. The deal has been completed weeks ago with Barcelona, it's already signed: Danish centre back will play for Barça next season. ???????????? #FCB
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 16, 2022
Both Christensen and Kessié can be considered Barça players. pic.twitter.com/5DyvSgYKgG
გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ „ჩელსი“ კრისტენსენს კარგავს და მომავალ სეზონში „არისტოკრატების“ რიგებში აღარ ითამაშებს. რომანოს ინფორმაციით, დანიელი კატალონიის „ბარსელონას“ შეუერთდება.
როგორც გაირკვა, შეთანხმება ერთი კვირის წინ მოხდა. მომავალ სეზონში, ანდრეასთან ერთად „ბარსელონაში“ „მილანის“ ნახევარმცველი ფრანკ კესი ითამაშებს.
კრისტენსენი „ჩელსიში“
დანიელი ფეხბურთელი „არისტოკრატებს“ 2013 წელს შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში 2017 წლიდან გამოდის. დღემდე 25 წლის ფეხბურთელმა ლონდონური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 161-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.