გიორგი შერმადინი
Aa
Aa

ესპანეთში შერმადინი გამოარჩიეს - გიოს ორქულიანი ტურის საუკეთესო მომენტებში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატმა, ლიგა ენდესამ რეგულარული სეზონის ბოლო ტურის საუკეთესო 10 მომენტი შემოგვთავაზა. ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ რჩეულთა შორის გიორგი შერმადინიც მოხვდა, რომელმაც „მანრესას“ გადამწყვეტი ორიანი ჩაუგდო.

შეხვედრის დასრულებამდე 3.3 წამით ადრე შეტევაში „ლენოვო ტენერიფე“ იყო. ბურთი „შერმინატორამდე“ მივიდა, ქართველმა ცენტრმა ლამაზი მოძრაობით მეტოქე ჩამოიშორა, ზუსტი ორქულიანი განახორციელა და ყოფილი გუნდი უმაღლესი დივიზიონიდან გააგდო.

გიორგის სტატისტიკას რაც შეეხება, შერმადინმა პარკეტზე 23:27 წუთი დაჰყო და 14 ქულა, 4 მოხსნა და 1 გადაცემა გაიფორმა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ქართველი ცენტრი ამ მხრივ თავის გუნდში საუკეთესო იყო.

როგორც მოგეხსენებათ, „ლენოვო ტენერიფემ“ სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და პლეიოფისთვის მოემზადება. ქართველი კალათბურთელის გუნდი საჩემპიონო ბრძოლას მეოთხეადგილოსანი „ხოვენტუტ ბადალონას“ წინააღმდეგ დაიწყებს და პირველ მატჩს სტუმრად, 26 მაისს გამართვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე" - ესპანელები მამარდაზე