ნოვაკ ჯოკოვიჩი რომის მასტერსის ჩემპიონია
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა 2022 წელს პირველი ტიტული მოიგო.
სერბმა ჩოგბურთელმა რომის მასტერსის ფინალში ATP-ის რეიტინგის მე-5 ნომერი, ბერძენი სტეფანოს ციციპასი ორ სეტში - 6:0, 7:6 (7:5 ტაი-ბრეიკში) დაამარცხა.
ჯოკოვიჩისთვის ეს კარიერაში მე-12 რომაული ფინალი იყო, აქედან 6 შემთხვევაში კი სერბმა ჩოგბურთელმა ჩემპიონობა იზეიმა.
საგულისხმოა, რომ 32 წლის ჩოგბურთელი ფინალამდე ისე მივიდა, რომ ერთი სეტიც არ წაუგია და ეს ტრადიცია საფინალო შეხვედრაშიც დაიცვა.
რაც შეეხება ციციპასს, 2022 წელს ბერძენი ჩოგბურთელისთვის ეს პირველი ფინალი იყო. შედეგად, დიდი ალბათობით მომდევნო კვირას, განახლებულ რეიტინგში ციციპასი მსოფლიო რეიტინგში რაფაელ ნადალს გადაასწრებს და მე-4 ადგილზე აღზევდება.
ჯოკოვიჩი - ციციპასი