ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

პირველი მეტოქე ცნობილია - ბასილაშვილი ჟენევის პირველობას იწყებს

დღეიდან, შვეიცარიაში სტარტს სტარტს აიღებს ჟენევის ღია პირველობა, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.

ქართველი ჩოგბურთელის პირველი მოტოქეც გარკვეულია. ნიკა პირველ წრეში 32 წლის არგენტინელ ჩოგბურთელს, ფაკუნდო ბანისს შეხვდება, რომელიც ATP-ის რეიტინგში 95-ე ადგილს იკავებს.

ბანისი გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო და პირველ წრეში მისასვლელად ორი შეხვედრის მოგება მოუწია: პირველი სლოვაკ ლუკას კლეინთან - 4:6; 6:3; 6:2, შემდეგ კი უკრაინელ ვიტალი საჩკოსთან - 6:2; 6:3.

ქართველი და არგენტინელები აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ. 2015 წელს, უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილმა ბანისი 3 სეტში - 6:4; 7:6 (7:3 ტაი-ბრეიკში); 6:2 დაამარცხა.

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ფაკუნდო ბანისის დაპირისპირება 17 მაისს, საქართველოს დროით 12:00 საათიდან არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კარლოს ალკარასი მადრიდის მასტერსის ჩემპიონია
კარლოს ალკარასი მადრიდის მასტერსის ჩემპიონია