ივან პერიშიჩი
Aa
Aa

იუვე პერიშიჩს უმიზნებს - ტურინული გრანდი წინადადებას ამზადებს

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინის ''იუვენტუსი'' ივან პერიშიჩს უმიზნებს, ტურინული გრანდის წარმომადგენლები ხორვატისთვის წინადადებას ამზადებენ. 33 წლის ფორვარდი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი ხდება. ასე რომ, ''იუვენტუსს'' ბალკანელის დამატება უფასოდ შეუძლია.

მასიმილიანო ალეგრის პერიშიჩთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს. იტალიელი სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება.

ასაკის მიუხედავად პერიშიჩი სერია ა-ში შედეგიანია, 33 მატჩში 7 გოლი შეაგდო, 5 საგოლე პასი შეასრულა. ასევე, იტალიის თასის ფინალში ''იუვენტუსს'' დუბლი შეუსრულა და გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს სერია ა-ში ასპარეზობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, 2015 წლიდან სერია ა-ში თამაშობს, 206 მატჩში 48 გოლი შეაგდო და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა.

პერიშიჩმა სერია ა მხოლოდ ერთხელ, 2020-21 წლების სეზონში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხოჭოლავა დაბრუნდა - რანდერსთან თამაშისთვის მზადაა
ხოჭოლავა დაბრუნდა - რანდერსთან თამაშისთვის მზადაა