ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, იასპერ სილესენი, პსვ
Aa
Aa

"გიგანტი ქართველის შემდეგ მეორე არჩევანია" - სილესენი ვალენსიას დატოვებს

მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგის მიმდინარე ტურში „ვალენსიას“ კარი იასპერ სილესენმა დაიცვა და არა გიორგი მამარდაშვილმა, პირველი მეკარის სტატუსით მაინც ქართველი ფეხბურთელი სარგებლობს. ეს ფაქტი ნიდერლანდელმა კიპერმა კარგად გაიაზრა და გავრცელებული ინფორმაციით, „ღამურების“ დატოვება გადაწყვიტა.

გამოცემა voetbalprimeur წერს, რომ სილესენი მომავალი სეზონიდან ერედივიზიონში ითამაშებს. ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი „აიაქსში“ გადავა თუ პსვ-ში.

„ის მეორე არჩევანია ქართველი გიგანტის გიორგი მამარდაშვილის შემდეგ“

- წერს გამოცემა

ამ მომენტისთვის, „ეინდჰოვენს“ იასპერის ტრანსფერზე „აიაქსთან“ შედარებით უპირატესობა აქვს, რადგან მასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს, თუმცა თავად სილესენს ამსტერდამულ კლუბთან კარგი მოგონებები აკავშირებს და გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა ამან დიდი როლი ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი მეკარე „ვალენსიას“ 2019 წელს „ბარსელონადან“ შეუერთდა და დღემდე „ღამურების“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე ერთად 55 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები