კონტრაქტი თითქმის მზად არის - ორიჯი მილანში ითამაშებს
„მილანი“ ჩემპიონობისთვის იბრძვის და დიდი ალბათობით მომავალ სეზონში კვლავ ვიხილავთ ჩემპიონთა ლიგაზე. რა თქმა უნდა, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე თამაშს ძლიერი შემადგენლობა სჭირდება. სწორედ ამის გამო, „როსონერიმ“ თავდასხმის გაძლიერება გადაწყვიტა.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის და ცნობილი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „მილანი“ და „ლივერპული“ საბოლოო დეტალებზე თანხმდებიან და დივოკ ორიჯი მომავალი სეზონიდან „როსონერის“ ღირსებას დაიცავს.
AC Milan are working on final details to complete Divock Origi deal on a free transfer. Liverpool are aware of the negotiations between AC Milan and Origi agents, the contract proposal almost ready ????⚫️ #ACMilan
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) May 15, 2022
Origi already informed Liverpool board that he's gonna leave. #LFC pic.twitter.com/OhuGubOVgd
ვიგებთ, რომ კონტრაქტი თითქმის მზად არის. ბელგიელ ფეხბურთელს მერსისაიდულმა გრანდმა ამცნო, რომ კლუბის დატოვება შეუძლია. დივოკი „მილანს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. ეს ინფორმაცია გავლენიანმა გამოცემა Sportmediaset-მაც დაადასტურა.
გავრცელებული ინფორმაციით, ორიჯი „მილანთან“ 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და წელიწადში მისი ანაზღაურება 3.5 მილიონი ევრო იქნება. ხელშეკრულების თანახმად, სურვილის შემთხვევაში მხარეებს შორის დამატებითი 1-წლიანი თანამშრომლობა გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ „მილანს“ ნანატრი სერია ა-ს მოგებამდე მხოლოდ ორი ტური აშორებს. მომავალ მატჩს სტეფანო პიოლის გუნდი 15 მაისს „ატალანტას“ წინააღმდეგ გამართავს და თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება.
ორიჯი „ლივერპულში“
ბელგიელი თავდამსხმელი მერსისაიდულ გრანდს 2014 წელს შეუერთდა. 2014 წლიდან დღემდე, დივოკმა „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 174-ჯერ მოირგო, 41 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა შეასრულა.