გვილიას დრამატული მარცხი - კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონია !
პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურში პოზნანის ''ვარტა'' შინ პოზნანის ''ლეხთან'' 1:2 დამარცხდა. ნიკა კვეკვესკირის გუნდმა 71 ქულა დააგოვა და ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტურით ადრე უშუალო კონკურენტ ''რაკუვს'' 5 ქულით უსწრებს.
View this post on Instagram
''ზაგლემბემ'' შინ ვაკო გვილიას ''რაკუვი'' 1:0 დაამარცხა, ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე გავიდა, რამაც ''ლეხს'' ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე 1 ტურით ადრე გაუნაღდა. გვილიამ სასტარტოში ითამაშა, მეორე ტაიმის მე-7 დამატებულ წუთზე შეცვალეს, მისი თანაგუნდელი ლუკა გაგნიძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, როცა ''ლეხი'' კლუბის დაარსებიდან 100-წლიან იუბილეს აღნიშნავს, 7-წლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონი გახდა. ''ლეხმა'' ქვეყნის ჩემპიონობა მერვედ მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ''ვარტასთან'' შეხვედრაში მინდორზე მცირე დრო გაატარა, თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ნიკა კვეკვესკირმა ექსტრაკლასას 28 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 1 საგოლე პასი შეასრულა.