მამარდა თადარიგშია - ღამურების კარს სილესენი დაიცავს
ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლა ლიგის 37-ე ტურში ''ესპანიოლი'' შინ ''ვალენსიას'' უმასპინძლებს. ხოსე ბორდალასმა სასტარტოში გიორგი მამარდაშვილი არ გაამწესა, ამჯერად ''ღამურების'' კარს ნიდერლანდელი იასპერ სილესენი დაიცავს.
''ვალენსია'' მე-10 ადგილზეა, ევროტურნირის საგზურის მოპოვების შანსი დაკარგული აქვს, აქედან გამომდინარე ბორდალასმა იმ მოთამაშეებსაც მისცა შანსი, რომლებიც როტაციაში არიან ან მცირე სათამაშო დრო აქვთ.
⚽ XI INICIAL ???? @RCDEspanyol#EspanyolValencia ⚪????????#ADNVCF pic.twitter.com/UkQ7MaUD32
— Valencia CF (@valenciacf) May 14, 2022
''ესპანიოლთან'' შეხვედრამდე ლა ლიგაში ჩატარებული ბოლო 14 მატჩიდან მამარდაშვილი 12-ში სასტარტოში მოხვდა. პლუს, ესპანეთის ნახევარფინალურ შეხვედრებსა და ფინალში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. აქედან გამომდინარე, 21 წლის ქართველი მეკარის თადარიგში ხილვა მოულოდნელი იყო.
ცნობისთვის, ამ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.