ლუკა ზარანდია
Aa
Aa

გოლი 2-წლიანი პაუზის შემდეგ - ზარანდიამ პოლონეთში გაიტანა

ექსტრაკლასას 33-ე ტურში კელცეს ''კორონა'' შინ ''კატოვიცესთან'' 1:2 დამარცხდა. სტუმრებმა გოლები 43-ე და 48-ე წუთებზე გაიტანეს. ერთადერთი საპასუხო გოლი ლუკა ზარანდიას ანგარიშზეა, რომელიც 68-ე წუთზე თამაშში ჩაერთო, მე-4 დამატებულ წუთზე მეტოქის ფეხბურთელი ეფექტური მოძრაობით ჩამოიტოვა და ''კორონას'' რიგებში სადებიუტო გოლი შეაგდო.

 

ზარანდიამ 2020 წლის 8 მარტს ''ტობოლში'' იჯარით ყოფნისას ყარაგანდის ''შახტიორს'' შეუგდო. მას შემდეგ გოლი გატანილი არ ჰქონდა, რაც 2,2-წლიან პერიოდს მოიცავს.

პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში ზარანდიას გუნდი 55 ქულით მე-4 პოზიციაზეა. ექსტრაკლასაში აღზევებას ფლეი-ოფის გზით ეცდება.

ბელგიაში გატარებული წარუმატებელი წლების შემდეგ 26 წლის ზარანდია პოლონეთში დაბრუნდა, ''კორონას'' რიგებში 6 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა.

ზარანდიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი გდინიას ''არკაში'' გაატარა (2017-19), შემდეგ კი მილიონი ევროს სანაცვლოდ ბელგიურ ''ზულტე ვარეგემში'' გადაბარგდა, თუმცა მთავარ მწვრთნელთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა, შემდეგ კი მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც თითქმის წელიწადნახევარი გაუცდა. გარდა ამისა, გასულ ზაფხულში კორონავირუსი მძიმე ფორმაში გადაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოქმედმა ჩემპიონმა ქულები დაკარგა - ქალთა ლიგას სამეგრელო ლიდერობს
მოქმედმა ჩემპიონმა ქულები დაკარგა - ქალთა ლიგას სამეგრელო ლიდერობს