NBA, მილუოკი ბაქსი
Aa
Aa

2 ადამიანი დაიჭრა, 1 გარდაიცვალა - სროლა მილუოკი ბოსტონის მატჩის შემდეგ

გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური მატჩი შედგა, რომელშიც „მილუოკი ბაქსმა“ „ბოსტონ სელტიკსს“ უმასპინძლა და 96:108 დამარცხდა, რის შემდეგაც სერია მე-7 სუპერმატჩამდე მივიდა.

შეხვედრის შემდეგ, არენის მიმდებარე ტერიტორიაზე არეულობა იყო. როგორც New York Post-ი წერს, ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რასაც მასობრივი არეულობა მოჰყვა. 2 ადამიანი დაიჭრა, 1 კი გარდაიცვალა.

ტერიტორიაზე მყოფი 11 ათასი ქომაგი პანიკამ მოიცვა და ყველამ თავშესაფრის ძებნა დაიწყო.

პოლიციამ მალევე ტერიტორიას ალყა შემოარტყა და სიტუაციის კონტროლი დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, მამაკაცი, რომელმაც გაისროლა უკვე დაკავებულია.

მილუოკის პოლიციის განცხადების თანახმად, სროლისას დაშავებული 2 ადამიანი სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან.

რაც შეეხება შეხვედრას, „ბოსტონმა“ მეორე მეოთხედში 8-ქულიანი გაქცევა შეძლო და ამ მომენტიდან ლიდერობა აღარ დაუთმია. სტუმართა რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც 46 ქულა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა ჰქონდა. ჯეილენ ბრაუნს 22, ხოლო მარკუს სმარტს 21 ქულა ჰქონდა.

„მილუოკის“ რიგებში ტრადიციულად იანისი გამოირჩა, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი გაიფორმა - 44 ქულა, 20 მოხსნა, 6 გადაცემა.

სერიის მე-7 სუპერმატჩი 15 მაისს 23:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლდენ სტეიტი კონფერენციის ფინალშია - ბოსტონმა მოიგო და Game 7-ს ვიხილავთ
გოლდენ სტეიტი კონფერენციის ფინალშია - ბოსტონმა მოიგო და Game 7-ს ვიხილავთ