გოლდენ სტეიტი კონფერენციის ფინალშია - ბოსტონმა მოიგო და Game 7-ს ვიხილავთ
გამთენიისას NBA-ში პლეი-ოფების მორიგი შეხვედრები გაიმართა. „გოლდენ სტეიტმა“ „მემფისს“ მეოთხე მატჩი მოუგო და სერია 4:2-ზე დახურა.
სტივ კერის გუნდმა 110:96 იმარჯვა და კონფერენციის ფინალში გავიდა.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, დასკვნით მეოთხედამდე თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, თუმცა მეოთხე მეოთხედში „ოქროს შტატელებმა“ 32:19 მოიგეს და გამარჯვება გაიფორმეს.
„გოლდენის“ რიგებში მოწოდების სიმაღლეზე იყო „სფლეშ ბრაზერსი“ - კლეი ტომპსონმა 30 ქულა ჩააგდო, სტეფ კარიმ 29. დრეიმონდ გრინმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 14 ქულა, 15 მოხსნა, 8 გადაცემა. ასევე ორმაგი დუბლი ჰქონდა უიგინსსაც, რომელმაც 18 ქულა და 11 მოხსნა გაიფორმა.
„მემფისს“ 30 ქულით დილონ ბრუკსმა ულიდერა. 25 ქულა ჰქონდა დესმონდ ბეინს.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „მილუოკიმ“ „ბოსტონს“ უმასპინძლა და საკუთარ კედლებში 95:108 დამარცხდა. „სელტიკსმა“ მე-7 შეხვედრის საკუთარ კედლებში გამართვის უფლება მოიპოვა.
„ბოსტონმა“ მეორე მეოთხედში 8-ქულიანი გაქცევა შეძლო და ამ მომენტიდან ლიდერობა აღარ დაუთმია.
სტუმართა რიგებში საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო, რომელმაც 46 ქულა, 9 მოხსნა და 4 გადაცემა ჰქონდა. ჯეილენ ბრაუნს 22, ხოლო მარკუს სმარტს 21 ქულა ჰქონდა.
„მილუოკის“ რიგებში ტრადიციულად იანისი გამოირჩა, რომელმაც სოლიდური ორმაგი დუბლი გაიფორმა - 44 ქულა, 20 მოხსნა, 6 გადაცემა.
აქვე გეტყვით, რომ სერიის მე-7 სუპერმატჩი 15 მაისს 23:30 საათზე გაიმართება.