ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ბერიძე
Aa
Aa

ქართველების გოლებით მოგებული მატჩი - ბუდუმ და ბერიძემ უნგრეთში გაიტანეს

უნგრეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში, „უიპეშტი“ სტუმრად „მეზოკოვესდ-ჟორის“ დაუპირისპირდა და 3:2 იმარჯვა. ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ბერიძემ თავიანთი კლუბის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს და თითო-თითო გოლით გამოირჩნენ.

მატჩში ანგარიში მე-3 წუთზე გაიხსნა და მასპინძლები ხურინამ დააწინაურა. პირველი ტაიმი ამ შედეგით დასრულდა, „იუპეშტმა“ კი 59-ე წუთზე, კატონას გოლით გაათანაბრა. ამის შემდეგ, ქართველი ფეხბურთელების ჯერი დადგა. 66-ე წუთზე, ბერიძემ „უიპეშტი“ წინ გაიყვანა, 71-ზე კი, ბუდუმ ანგარიში 3:1 გახადა. მასპინძლებმა მხოლოდ ჩამორჩენის შემცირება შეძლეს და მეტოქის კარი 93-ე წუთზე აიღეს.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩით „უიპეშტისთვის“ 2021-22 წლების სეზონი დასრულდა. გუნდი, რომელიც გასავარდნ ზონაში იმყოფებოდა და მისი პროგრამა მაქსიმუმი ადგილის შენარჩუნება იყო, ბუდუ ზივზივაძის დამატების შემდეგ, მე-5 ადგილზე გავიდა. „უიპეშტმა“ 44 ქულა დააგროვა და მე-3 პოზიციაზე მყოფ „პუშკაშ აკადემიას“ 10 ქულით ცამორჩა.

ქართველებს რაც შეეხებათ, გიორგი ბერიძემ სეზონი 11 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა, ბუდუს ანგარიშზე კი 12 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები