თორნიკე შენგელია
Aa
Aa

ვირტუს ბოლონიას გენერალური მენეჯერი: „შენგელია და მისი ოჯახი ბოლონიაში ბედნიერი არიან“

„ვირტუს ბოლონიას“ გენერალურმა მენეჯერმა, პაოლო რონკიმ თორნიკე შენგელიას შესახებ ისაუბრა. იტალიური კლუბის ხელმძღვანელი სტუმრად Sky Sport 24-ში იმყოფებოდა და შენგელიასთან დაკავშირებით, „ვირტუს ბოლონიას“ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.

„შენგელია გუნდს ბოლო მომენტში შეუერთდა და ახლა თავს შესანიშნავად გრძნობ. ის და მისი ოჯახი ბოლონიაში ბედნიერი არიან და მას კლუბისადმი კარგი დამოკიდებულება აქვს. ჩვენს შორის ყველაფერი კარგადაა და ვნახოთ, მომდევნო კვირებში რა მოხდება. ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენ შორის პოზიტიური დამოკიდებულებაა.“

შეგახსენებთ, რომ დღეს, თოკოს შესახებ „ვირტუს ბოლონიას“ დირექტორმა, ლუკა ბარალდიმაც ისაუბრა და განაცხადა: „ევროლიგის საგზურის მოპოვებით კარგ პოზიციაში ვართ, რომ შენგელია კლუბში დარჩენაში დავარწმუნოთ და კონკურენცია ისეთ გუნდს გავუწიოთ, როგორიც ბარსელონაა. თორნიკე გუნდს კარგად შეეწყო, ოჯახი ბოლონიაში გადმოიყვანა. მასთან თანამშრომლობის გახანგრძლივების წინაპირობებს ვხედავთ“.

გეტყვით იმასაც, რომ დიდი შანსია, შენგელია „ვირტუს ბოლონიაში“ დარჩეს. იტალიური პრესის ცნობით, „ვუ ნერე“ მზადაა, შენგელიას ახალი წინადადებებით მიმართოს და ხელფასის სახით, სეზონში 1.8 მილიონი ევრო შესთავაზოს. ქართველი კალათბურთელის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია და ბევრი რამ უახლოეს დღეებში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი სკანდალი ლუკაკუს გარშემო - ბელგიელი თავის აგენტს დაუპირისპირდა
მორიგი სკანდალი ლუკაკუს გარშემო - ბელგიელი თავის აგენტს დაუპირისპირდა