Aa
Aa

"ყალბი და საშინელი ხარ" - მესის ოჯახის მეგობარი პიკეს პასუხობს

ხერარდ პიკემ 12 მაისს პრესასთან საუბრისას ლეო მესის „ბარსელონადან“ წასვლა გაიხსენა და აღნიშნა, რომ იმ დროს იგი ტიროდა და „ლა პულგას“ გუნდში დარჩენა უნდოდა.

რა თქვა პიკემ

„მესი ბარსელონაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მესი საჭიროა ტიტულების მოსაგებად. როცა მესიმ ბარსა დატოვა, ვტიროდი. მის გამო ვტიროდი. იმის გამო, რომ მისი კარიერა აქ იყო. კარგი იქნება, თუ ის კლუბში კარიერის ბოლომდე დარჩებოდა“.

ყალბი პიკე - როგორი იყო გამოხმაურება

პიკეს ამ კომენტარს გამოხმაურება გულშემატკივრებში მალევე მოჰყვა, თუმცა დღეს ხერარდს მესის ოჯახის მეგობარი ინსტაგრამიდან გამოეხმაურა და მას ყალბი უწოდა:

„პიკე შენ ისეთი ყალბი და საშინელი ხარ, რომ არა მხოლოდ არ გიტირია, როცა მესი წავიდა, არამედ ლაპორტას უთხარი, რომ თუ მას გამარჯვებული გუნდის აშენება სურდა, მესი უნდა გაეყიდა. იგივე მესი, რომელმაც სარაგოსადან გიხსნა, მაშინ, როცა არავის უნდოდი, რადგან შენ ღვარძლიანი იყავი, შურიანი და ცუდი გუნდელი“.

- ვკითხულობთ პოსტში.

რატომ აერიათ ურთიერთობა პიკესა და მესის

როგორც ცნობილია, არგენტინელსა და პიკეს შორის არც ისე კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც ხერარდმა ხელფასის შემცირებაზე უარი თქვა, რამაც „ლა პულგას“ გუნდში დარჩენა გაართულა. საბოლოოდ, რამდენიმე მოთამაშის მხრიდან მსგავსი უარის მიღების შემდეგ, „ბარსაში“ ლეოს დარჩენა ფინანსურად შეუძლებელი გახდა.

ეს ყველაფერი ბართომეუს გუნდის ფინანსურ მაქინაციებს დაემატა და „ბარსელონასთვის“ ლეოს შენარჩუნება არარეალური იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარის რამდენიმე სასტუმრომ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს მიღებაზე უარი უთხრა
კატარის რამდენიმე სასტუმრომ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს მიღებაზე უარი უთხრა