2 ტრანსფერი უკვე შეთანხმებულია, ჩავის კიდევ 6 სურს
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსელონა“ ზაფხულში შემადგენლობის სერიოზულად გადახალისებას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ჩავი 7-8 ახალი ფეხბურთელის დამატებას ითხოვს. ფრანკ კესისა და ანდრეას კრისტენსენის გადაბირების შემდეგ, კატალონიელები კიდევ 6 მოთამაშის გადაბირებას აპირებენ.
წყარო ასახელებს ჩავის სურვილს, თუ რომელი პოზიციის მოთამაშეების დამატება სურს ერნანდესს. ესენია - მარჯვენა მცველი, მარცხენა მცველი, ცენტრალური მცველი, ფორვარდი და გარემარბი.
გუნდი ფეხბურთელთა გასაყიდად უკვე ემზადება, რადგან თუ სახელფასო ბიუჯეტი არ გათავისუფლდა და კლუბმა გარკვეული თანხებიც არ მიიღო, ასეთ შემთხვევაში „ბარსას“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა გაუჭირდება.
ჩავის ხელშეუხებელთა 6-კაციანი სია
Goal-ის მიხედვით, „ბარსელონაში" მხოლოდ 5-6 ფეხბურთელია ხელშეუხებელი, რომელთა შორის ერიკ გარსია, რონალდ არაუხო, პედრი, გავი, ფერან ტორესი და ანსუ ფატი არიან. წამსვლელთა სიას რაც შეეხება, კატალონიელთა აზრით, ყველაზე ძვირად ფრენკი დე იონგი გაიყიდება.