NBA: დალასმა ანგარიში გაათანაბრა - მაიამიმ ფილადელფია გააგდო
NBA-ში გამთენიისას პლეი-ოფების მეოთხედფინალური სტადიის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
„დალასმა“ „ფინიქსთან“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა (3:3) და ქომაგები მე-7 სუპერ დაპირისპირებას იხილავენ. ლუკა დონჩიჩმა და კომპანიამ მე-6 შეხვედრაში მეტოქე აშკარად დაჩაგრეს და 113:86 მოუგეს.
დონჩიჩი პარკეტზე საუკეთესო იყო, სლოვენიელმა ორმაგი დუბლი გაიფორმა - 33 ქულა, 11 მოხსნა, 8 გადაცემა. მეტოქის რიგებში ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩა დეანდრე ეიტონი - 21 ქულა, 11 მოხსნა.
რაც შეეხება მეორე შეხვედრას, „მაიამიმ“ „ფილადელფიას“ დამარცხება შეძლო და სერია 4:2 მოიგო. მე-6 შეხვედრა „ჰიტმა“ 99:90 იმარჯვა.
შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი გამოდგა, რომელიც „მაიამიმ“ 25:15 მოიგო.
„მაიამის“ ჯიმი ბატლერმა ულიდერა, რომელმაც 32 ქულის ჩაგდება შეძლო.
„ფილას“ რიგებში ორმაგი დუბლი ჰქონდა ჯოელ ემბიდს - 20 ქულა, 12 მოხსნა. უფერული შეხვედრა ჰქონდა ჯეიმს ჰარდენს, რომელმაც მხოლოდ 11 ქულა, 9 გადაცემა და 4 მოხსნა ჩაიწერა.