ჩელსი, ბარსელონა, მარკოს ალონსო
Aa
Aa

ბარსა დარწმუნებულია, რომ ალონსოსა და ასპილიკუეტას გაიფორმებს

„ბარსელონა“ ზაფხულში „ჩელსის“ უკანა ხაზის ლამის მთლიანად გადაფორმებას გეგმავს.

თუ, „რეალმა“ ანტონიო რუდიგერი უკვე გაიფორმა, „ბარსამ“ კრისტენსენთან შეთანხმების შემდეგ, მარკოს ალონსოსა და სეზარ ასპილიკუეტას დაადგა თვალი.

Sport-ის ცნობით, ალონსო და „ასპი“ „კამო ნოუს“ უახლოვდებიან. „ჩელსი“ ამის წინააღმდეგი არ არის, თუმცა მარკოს ალონსოს შემთხვევაში მათ გარკვეული თანხის მიღება ან ფეხბურთელების გაცვლა სურს.

რაც შეეხება ასპილიკუეტას, ის ზაფხულიდან თავისუფალი აგენტი ხდება. „ჩელსის“ კონტრაქტში გათვალისწინებული +1 წლის ვარიანტის გააქტიურება სურთ, თუმცა ფეხბურთელი ითხოვს, რომ „ბარსელონაში“ გაუშვან.

რაც შეეხება ალონსოს, მისი კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2023 წლის ზაფხულამდეა ძალაში. 31 წლის ფეხბურთელი ლონდონური კლუბის გეგმებში არ შედის, ამიტომ „არისტოკრატები“ მზად არიან მისი ტრანსფერი განიხილონ.

„ბარსას“ სურს რაც შეიძლება ნაკლები დახარჯოს ასპილიკუეტასა და ალონსოზე, რათა სხვა პოზიციებზე უფრო ძვირი ფეხბურთელების შეძენა შეძლოს. „ჩელსიმ" გააანალიზა კატალონიელთა შემადგენლობა და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი დაინტერესებული არიან 21 წლის მარჯვენა მცველის სერჟინიო დესტის გადაბირებით.

„ბარსა“ დესტს 20 მილიონ ევროზე მეტად აფასებს. გარდა ამისა, ლონდონელებმა შესაძლოა მეკარე ნეტოს კანდიდატურაზე იმსჯელონ.

„ბარსას" ამ ორი ტრანსფერის დასრულება 30 ივნისამდე სურს და საამისოდ, კლუბის დირექტორი მატეუ ალემანი რამდენიმე დღის წინ ლონდონში მოლაპარაკებების დასაწყებად გაფრინდა.

„ბარსელონა“ დარწმუნებულია, რომ მალე ასპილიკუეტასა და ალონსოს ტრანსფერებზე შეთანხმდებიან. მარკოსი 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, „ასპი“ კი - 2 + 1 სისტემით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კილიან დარჩი! ზარები ფედერაციიდან და ყატარიდან, თვით მაკრონიც რეკავს
კილიან დარჩი! ზარები ფედერაციიდან და ყატარიდან, თვით მაკრონიც რეკავს