მსოფლიო ჩემპიონატი 2022
Aa
Aa

კატარის რამდენიმე სასტუმრომ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს მიღებაზე უარი უთხრა

სკანდინავიურმა მედიამ ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა ლგბტქ + თემის წარმომადგენლები მსოფლიო ჩემპიონატის დროს კატარის სასტუმროებში დარეგისტრირებას.

ჟურნალისტებმა, რომლებიც გეი წყვილებს წარმოადგენდნენ, მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე FIFA-ს მიერ რეკომენდებულ 69 სასტუმროს მიმართეს.

სამმა სასტუმრომ უკვე უარი თქვა, 20-მა სასტუმრომ გამოაცხადა მზადყოფნა სტუმრების მისაღებად, მაგრამ რეკომენდაცია გაუწია, რომ ჰომოსექსუალობის დემონსტრირება არ მოეხდინათ. ერთ-ერთ სასტუმროში ადგილობრივი კანონმდებლობის გათვალისწინება და დრეს-კოდის დაცვა შემდეგ რამეს ითხოვს - ისინი მიიღებენ ლგბტქ + თემის წარმომადგენლებს, იმ შემთხვევაში თუ პირობას დადებენ, რომ სტუმრებს მათი მხრიდან პრობლემა არ შეექმნებოდათ.

33 სასტუმროს კი საერთოდ არ ჰქონდა პრობლემა, რომ გეი სტუმრები მიეღოთ.

ამასთან, მოგვიანებით ჟურნალისტები დაუკავშირდნენ სამ სასტუმროს, რომლებმაც უარი თქვეს გეების პირდაპირ მიღებაზე.

ერთ-ერთმა სასტუმრომ პირდაპირ დაადასტურა უარი შიდა რეგულაციებზე დაყრდნობით, მეორემ - კატარის კანონებზე დაყრდნობით. მესამე სასტუმრომ, ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბარში უარყო, რომ უარი თქვა გეი სტუმრების მიღებაზე, მოგვიანებით კი ახალ ელფოსტაში განმარტეს, რომ მზად იყვნენ მიეღოთ ყველა, მაგრამ ამავე დროს ყურადღება გაამახვილეს საზოგადოებაში ურთიერთობების ჩვენების აკრძალვაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს
უკეთესი კონტრაქტი მამარდაშვილს - გიორგი მესტალიაზე ბედნიერია და წასვლას არ აპირებს