მესი, ლებრონი, ფედერერი - 2022 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი
2022 წლის დადგომიდან მხოლოდ 5 თვე გავიდა, თუმცა ამის მიუხედავად სპორტსმენებმა ამ დროის განმავლობაში უკვე მიიღეს სოლიდური რაოდენობის ფინანსური მოგება როგორც კლუბებიდან, ისე სპონსორებისგან.
Forbes-მა 2022 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გამოავლინა, რომელსაც „კრისტალსპორტი“ გაგაცნობთ.
10. იანის ანტეტოკუნმპო - 78 მილიონი ევრო (38 მილიონი კლუბიდან, 40 მილიონი სპონსორებისგან).
9. ტომ ბრედი - 80 მილიონი ევრო (30 მილიონი კლუბიდან, 50 მილიონი სპონსორებისგან).
8. კანელო ალვარესი - 86 მილიონი ევრო (საგულისხმოა, რომ ამ თანხის 90% მექსიკელმა მოკრივემ რინგზე გამოიმუშავა).
7. როჯერ ფედერერი - 87 მილიონი ევრო (იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ჩოგბურთის ლეგენდას 2022 წელს ფაქტობრივად არ უთამაშია, როჯერმა შემოსავალი მთლიანად სპონსორებისგან მიიღო).
6. კევინ დურანტი - 88 მილიონი ევრო (40 მილიონი ბრუკლინისგან, 48 მილიონი სპონსორებისგან).
5. სფეტ კარი - 89 მილიონი ევრო (44 მილიონი გოლდენ სტეიტისგან, 45 მილიონი სპონსორებისგან).
4. ნეიმარი - 90 მილიონი ევრო (67 მილიონი პსჟ-სგან, 23 მილიონი სპონსორებისგან).
3. კრიშტიანუ რონალდუ - 110 მილიონი ევრო (57.5 მილიონი „მან. იუნაიტედისგან“, 52.5 მილიონი სპონსორებისგან).
2. ლებრონ ჯეიმსი - 116 მილიონი ევრო (40 მილიონი „ლეიკერსიდან“, 76 მილიონი სპონსორებისგან).
1. ლიონელ მესი - 124 მილიონი ევრო. 34 წლის არგენტინელმა ფეხბურთელმა 72 მილიონი პსჟ-სგან როგორც ხელფასის სახით, ისე მაისურების გაყიდვებიდან მიღებული სარგებელით მიიღო, 52 მილიონის შემოსავალი კი სპონსორებისგან ნახა.
საგულისხმოა, რომ ლეო მესიმ 2021 წლის მაისიდან 2022 წლის მაისამდე 950 მილიონი ევრო გამოიმუშავა. ამ შემთხვევაში, ამ შემოსავალში გათვალისწინებულია პირადი ბიზნესებისგან მიღებული მოგებაც.