მადრიდის რეალი, ისკო, მარსელო
Aa
Aa

„ერთობლივი ფოტოს პოვნა გამიჭირდა“ - როგორ მიულოცა ისკომ მარსელოს დაბადების დღე

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი, მარსელო იუბილარია. ბრაზილიელ ვეტერანს დღეს 34 წელი შეუსრულდა.

„სამეფო კლუბის“ ნახევარმცველმა, ისკომ თანაგუნდელს დაბადების დღე საკუთარ Instagram-გვერდზე იუმორნარევი ტექსტით მიულოცა:

„გილოცავ დაბადების დღეს, ლეგენდა. გამიჭირდა ისეთი ფოტოს პოვნა, როდესაც ბოლოს ერთად ვითამაშეთ“, - წერს ისკო, რომელსაც თან სიცილის სმაილები ახლავს.

ისკოს მილოცვა შეუმჩნეველი არ დარჩენია ესპანურ პრესას. Marca წერს, რომ ესპანელი ფეხბურთელი „რეალში“ ბოლო დღეებს ითვლის და მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ „სამეფო კლუბს“ დატოვებს. ისკოს მომავალს აქტიურად უკავშირებენ „ბეტისს“, რომელმაც ფეხბურთელს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართა.

რაც შეეხება მარსელოს, 34 წლის ფეხბურთელს პროფესიონალურ ფეხბურთში დარჩენა უნდა, თუმცა ითამაშებს, თუ არა მომდევნო სეზონში კვლავ მადრიდის „რეალში“, ეს ჯერჯერობით უნცობია. მარსელოს მადრიდულ კლუბთან არსებული კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობენ.

2022/23 წლების სეზონში ისკო „რეალის“ შემადგენლობაში მხოლოდ 16 შეხვედრაში მოგვევლინა (13 ლა ლიგაში, 3 კოპა დელ რეიზე) და აქედან 10 შემთხვევაში შეცვლაზე შემოვიდა. საერთო ჯამში მან მოედანზე 387 წუთი გაატარა. მარსელომ კი „სამეფო კლუბის“ მაისური 17 შეხვედრაში მოირგო (791 წუთი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰოლანდზე და ფოდენზე წინ - ვინისიუსის მაგარი შედეგი
ჰოლანდზე და ფოდენზე წინ - ვინისიუსის მაგარი შედეგი