NBA, მემფის გრიზლისი
Aa
Aa

კარის ცუდი მატჩი - მემფისმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის სერიის მომდევნო შეხვედრები გაიმართა.

დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის მე-5 მატჩში „მემფის გრიზლისმა“ საკუთარ მოედანზე „გოლდენ სტეიტ უირიორზს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად, 39 ქულის სხვაობით - 134:95 დაამარცხა. დღევანდელ შეხვედრაში გამორჩეული თამაშები ჩაატარეს ჯარენ ჯექსონმა, დესმონდ ბეინმა და ტაიუს ჯოუნსმა, რომლებმაც მეტოქის ფარზე 21-21 ქულა ჩააგდეს და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდეს.

ოქროს შტატელებიდან კი ყველაზე შედეგიანი კლეი ტომპსონი იყო, რომელმაც შეხვედრა 19 ქულით დაასრულა. შედეგიანობის მხრივ, გოლდენ სტეიტში მეორე 17 ქულით ჯონათან კუმინგა იყო, სტეფ კარიმ კი მხოლოდ 14 ქულის აღება მოახერხა.

მემფისი 134:95 გოლდენ სტეიტი

ამ გამარჯვებით, მემფისმა სერიაში ანგარიში 3:2-მდე შეამცირა და წონასწორობის აღდგენას უკვე გოლდენ სტეიტში, 14 მაისს შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფინიქსმა დალასი უშანსოდ დატოვა - ბუკერის 28 ქულა და პოლის ისტორიული შედეგი
ფინიქსმა დალასი უშანსოდ დატოვა - ბუკერის 28 ქულა და პოლის ისტორიული შედეგი