11 წლის შემდეგ - ინტერმა იტალიის თასი მოიგო
იტალიის თასის ფინალში ტურინის „იუვენტუსი“ და მილანის „ინტერი“ დაუპირისპირდნენ. მატჩი ძალიან დრამატული გამოდგა და სიმონე ინძაგის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
„ნერაძურიმ“ პირველი ტაიმი უკეთ ჩაატარა და მე-7 წუთზე ნიკოლო ბარელას გოლით დაწინაურდნენ.
მეორე ნახევარში „იუვემ“ 2-წუთიან მონაკვეთში ორი ბურთის გატანა შეძლო, რამაც მთელი მატჩის სცენარი შეცვალა. ალექს სანდრომ და დუშან ვლაჰოვიჩმა ტურინელები წინ გაიყვანეს.
ბურთს ძირითადად „ინტერი“ ფლობდა და საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლეს. მე-80 წუთზე ჩალჰანოღლუმ პენალტი ზუსტად შეასრულა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.
ამის შემდეგ, „ინტერს“ ყველაფერი გამოსდიოდა, „იუვეს“ კი ვერა. 98-ე და 102-ზე წუთებზე ივან პერიშიჩმა დუბლი გაიფორმა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.
104-ე წუთზე ალეგრის ნერვებმა უმტყუნა და მსაჯმა „მედ მაქსი“ მოედნიდან გააძევა.
ამრიგად, „ინტერმა“ იტალიის თასი 2010-2011 წლების შემდეგ პირველად მოიგო. ისტორიაში კი ეს მერვედ გააკეთეს.