შერმადინის 14 ქულა საკმარისი არ იყო - ტენერიფე ბასკონიასთან დამარცხდა
ესპანეთის ACB ლიგის მორიგ ტურში ლენოვო „ტენერიფემ“ „ბასკონიას“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 78:91 დამარცხდა. ამ წაგებით, ვიდორეტას გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა.
სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა გიორგი შერმადინი, რომელიც, როგორც ყოველთვის აქტიური იყო. ვეტერანმა ქართველმა პარკეტზე 23 წუთი და 44 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში შერმადინმა 14 ქულას, 5 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.
სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელის ეს სტატისტიკა გუნდის წარმატებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო კანადელი კაილ ვილტიე იყო, რომელმაც არასრულ 27 წუთში 22 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა.
შეგახსენებთ, რომ 33 ტურის შემდეგ, ლენოვო „ტენერიფეს“ 40 ქულა დარჩა და მეხუთე პოზიციას იკავებს. მომავალ ტურში ვიდორეტას შეგირდები „მორაბანკ ანდორას“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 14 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 22:45-დან დაიწყება.