ლევ იაშინი
Aa
Aa

"ვერ ვუყურებდი, თუ როგორ ურტყამდნენ მას" - ლევ და ვალენტინა იაშინას სასიყვარულო ისტორია

სამშაბათს, 10 მაისს ლეგენდარული ყოფილი მეკარის ლევ იაშინის მეუღლე, ვალენტინა იაშინა 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. დღეს, მათ სასიყვარულო ისტორიაზე მოგიყვებით..

მათი ურთიერთობა საბჭოთა რომანია.. საციგურაო მოედანი და ცეკვა..

„მე და ლევი ორივე ტუშინში ვცხოვრობდით. მე და ჩემი მეგობარი გოგოები ფეხბურთის საყურებლად წავედით, სადაც ადგილობრივი ქარხნის გუნდი თამაშობდა. ვიცოდით, რომ იქ ვინმე ლევ იაშინი იქნებოდა, თუმცა მას პირადად არ ვიცნობდი. ზამთარში ხშირად საციგურაო მოედანზე დავდიოდი და თურმე ლევი იქ ჩემს გამო მოდიოდა და მიყურებდა. ის იქ არასდროს მინახავს, მაგრამ ერთ დღეს მკითხა - გახსოვს როგორ სრიალებდი?“

- მოყვა ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში ვალენტინამ

„საციგურაო მოედანზე ჩემს თანასოფლელ მეგობარ ბიჭთან ერთად დავდიოდი. დაქორწინების შემდეგ ლევმა მასზე მკითხა და გამეცინა. თურმე ბევრს ეჭვიანობდა.. როდესაც ჩემი მეუღლე პირადად გავიცანი, ის უკვე „დინამოში“ თამაშობდა და მასზე რადიოში ყოველდღე საუბრობდნენ. მეორე ოფიციალურ მატჩში მან თბილისელთაგან ერთ ტაიმში 4 გოლი გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა მოვიგეთ, ის მეორე გუნდში გაუშვეს სათამაშოდ.

ლევი პირადად პირველად საცეკვაო მოედანზე ვნახე. ადგილობრივი ფეხბურთელი მოვიდა და გვითხრა, რომ იაშინი მოვიდოდა. მას აინტერესებდა გვინდოდა თუ არა მე და ჩემს მეგობრებს მისი გაცნობა. ჩვენ დავთანხმდით.. ლევს წვრილი ფეხები ჰქონდა და ჯარისკაცის ჩექმები ეცვა. მიუხედავად ამისა, მაინც კარგად ცეკვავდა.“

- თქვა ვალენტინა იაშინამ

წყვილი 1954 წელს დაქორწინდა. ლევი 25 წლის იყო, ვალენტინა 24-ის. ვალენტინამ ქორწილის შესახებ საკმაოდ კომიკურად ისაუბრა:

„ჩემი ქმარი შვეიცარიაში „დინამოსთან“ ერთად წავიდა და იქიდან ნამდვილი შვეიცარიული საათი ჩამომიტანა. იმ დროს მასთან დაშორება მინდოდა, მაგრამ საათის დაბრუნება მენანებოდა და გადავიფიქრე.(ხუმრობით) იქამდე ასეთი საათი არასდროს მქონია. ლევმა მოულოდნელად მითხრა, რომ ქორწილის დღე დანიშნა. ჩვენ ახალი წლის ღამეს უნდა დავოჯახებულიყავით. ეს დიდებული იყო.“

1955 წლის წინა ღამეს ლევ იაშინი და ვალენტინა ტიმოფეევნა დაქორწინდნენ. წყვილს ორი ქალიშვილი ირინა და ელენა შეეძინა. მათ ოჯახში უფრო მეტი ხუმრობა იყო, ვიდრე დაძაბულობა.

„განსაკუთრებულად დიდი ჩხუბი არასდროს გვქონია. შვილებს ჩვენთან პრეტენზიები არ ჰქონდათ, პირიქით, გამუდმებით ერთმანეთის განვითარებაზე ფიქრობდნენ. მათ საოცარი ურთიერთგაგება ჰქონდათ. თუ რამეზე იყვირებდნენ, მეორე დღეს აღარც ახსოვდათ.“

ცოლ-ქმარი ფართო საზოგადოებაში ერთად ხშირად ჩნდებოდა. ქვემოთ მოცემულ სურათში ლევ იაშინი 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.

შემდეგი ფოტო 1989 წელს არის გადაღებული. ლევ იაშინი ოჯახთან ერთად ისვენებს, თუმცა სამწუხაროდ, 1 წლის შემდეგ ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა.

1997 წელს ვალენტინა ლეგენდარულ პელეს მოსკოვში ესაუბრა. ის ფეხბურთის მეფეს პირველად 1958 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შეხვდა. იმ დროს სსრკ-ს და ბრაზილიის ნაკრებები ერთი და იგივე სასტუმროში დაბინავდნენ.

„სასტუმროში ჩემს ქმართან ერთად შევედი. იქ 17 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი დაგვხვდა. ლევმა ის გააჩერა და მითხრა: „გაიცანი, ის ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავია.“ როგორც აღმოჩნდა, ლევმა პელე გამაცნო. ისინი დამეგობრდნენ და ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდით. არასდროს დამავიწყდება, როდესაც მათ ერთად ფეხბურთის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით მსოფლიოს ნაკრებში ითამაშეს.“

- განაცხადა ვალენტინამ

ვალენტინა იაშინა 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატის პოსტერის პრეზენტაციაზეც მიიწვიეს. რუსეთში გამართულ მუნდიალზე, მთავარ სურათზე, რა თქმა უნდა, ლევ იაშინი იყო გამოსახული და მისი მეუღლე სწორედ ამიტომ მიიწვიეს.

2015 წლის ზაფხულში, „დინამოს“ სტადიონს ლევ იაშინის სახელი დაერქვა. ღონისძიებაზე ფეხბურთელებთან ერთად ლევის მეუღლეც იმყოფებოდა.

სხვათაშორის, ვალენტინას ფეხბურთის ყურება დიდად არ უყვარდა. მითუმეტეს ვარჯიშების..

„ერთ-ერთი პირველი ვარჯიშიდან ნაადრევად წამოვედი. ჩემმა ქმარმა მკითხა, თუ რატომ მოვიქეცი ასე. ავუხსენი, რომ მშვიდად ვერ ვუყურებდი, თუ როგორ ურტყამდნენ მას ბურთს. ლევს კუჭის წყლული ჰქონდა. ეს რის გამო დაემართა არ ვიცი და სულ მქონდა განცდა, რომ ის ყოველი დარტყმისას საკუთარ თავს აზიანებდა.“

- თქვა ვალენტინამ

2022 წლის აპრილში, ვალენტინა კიდევ ერთ დაჯილდოვებას დაესწრო. „ახმატთან“ მატჩის წინ, „დინამოს“ მეკარე ანტონ შუნინი ლევ იაშინის მეუღლემ დააჯილდოვა. „დინამოს“ კარის დარაჯმა კარი მშრალად 100-ჯერ შეინახა და იაშინის კლუბის წევრი გახდა.

ვალენტინა იაშინას გარდაცვალების შემდეგ, „დინამომ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

„ჩვენი კლუბის ფეხბურთელებისთვის ის ნამდვილი სიმბოლო იყო. ეროვნული ფეხბურთის ისტორიაში დღეს დიდი მწუხარებაა. ჩვენ ძალიან ახლობელი, ნათელი და კეთილი ადამიანი დავკარგეთ. ვალენტინა ყოველთვის მთელი გულით გვიჭერდა მხარს.

სულ ცოტა ხნის წინ, ის ჩვენს სტადიონზე იმყოფებოდა და ჩვენს მეკარეს ჯილდო გადასცა. სტადიონზე გამოსვლისას მან დიდი ოვაციები მიიღო. ვემშვიდობებით უნიკალურ და გამორჩეულ ქალს. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ვალენტინას ოჯახს და ახლობლებს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
1923 წლის
1923 წლის "თეთრი ცხენის" სახელობის მატჩი - რა მოხდა ინგლისის თასის ფინალში?