პეპ გუარდიოლა, პატრის ევრა
Aa
Aa

პეპის პასუხი ევრას კრიტიკას: შესაძლოა მას იუნაიტედში დასაქმება სურს

პეპ გუარდიოლა პატრის ევრას კრიტიკას გამოეხმაურა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა განაცხადა, რომ ესპანელს არ შეუძლია ფეხბურთელების მოტივირება, მათი ხასიათის ჩამოყალიბება, მას შემადგენლობაში ლიდერები და ინდივიდუალისტები სჭირდება.

„პატრისს არ ვეთანხმები. საკუთარ თავს არ ვთამაშობ. მე მჭირდება პიროვნებები და კარგი ფეხბურთელები სათამაშოდ, ისე აქ არ ვიქნებოდით, სადაც დღეს ვართ.

ევრას ნათქვამი არ წამიკითხავს. მე მყავდა კარგი, წარმოუდგენელი ფეხბურთელები ბარსელონაში, ბაიერნში და აქ. შემეძლო ხასიათების მქონე მოთამაშეების კარგი სია შემედგინა. მათმა უმეტესობამ მოიგო მსოფლიო, ევროპის, ჩემპიონთა ლიგა, ეროვნული ჩემპიონატები.

პატრის, აქ რომ ყოფილიყავი, ჩვენი ფეხბურთელების ხასიათსა და შესაძლებლობებს განახებდი. ეს ნამდვილად ასეა.

შეიძლება ევრა მართალია. ან შესაძლოა მან კარგად ისაუბრა, რათა მანჩესტერ იუნაიტედში სამუშაოდ მოეწყოს. შესაძლოა, ახლა მას კარგი შანსები აქვს",

- ციტირებს პეპის სიტყვებს Goal-ი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი ბაიერნის ქმედებით იმედგაცრუებულია და წასვლა სურს
ლევანდოვსკი ბაიერნის ქმედებით იმედგაცრუებულია და წასვლა სურს