NBA-ის ყოფილი კალათბურთელის მკვლელობა - ESPN-ი ტრაგედიის დეტალებზე წერს
Aa
Aa

NBA-ის ყოფილი კალათბურთელის მკვლელობა - ESPN-ი ტრაგედიის დეტალებზე წერს

„ატლანტა ჰოუქსის“, „მინესოტა ტიმბერვულვზისა“ და „ორლანდო მეჯიქის“ ყოფილი კალათბურთელი, ედრიან პეინი ორშაბათს ფლორიდაში მოკლეს. დღეს, ESPN-მა მომხდართან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და ინციდენტის დეტალებზე ისაუბრა.

პეინის მკვლელობის საქმეზე პოლიციას 29 წლის ლორენს დორითი ჰყავს დაკავებული. სამართალდამცველების ინფორმაციით, დორითის მეგობარმა გოგონამ პეინის მეგობარ გოგონას დაურეკა და სთხოვა, რომ ის და ედრიანი ლორენსის სახლში მისულიყვნენ, რათა მასსა და ბრალდებულს შორის წარსულში დაწყებულ კამათში ჩარეულიყვნენ და ფიზიკური დაპირისპირება თავიდან აერიდებინათ.

პეინმა და მისმა მეგობარმა გოგონამ მანქანა დორითის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს. ლორენსი ადგილზე მამამისთან ერთად გამოცხადდა და პეინის ავტომობილს მიუახლოვდა. ბრალდებულის თქმით, პეინის გაბარიტების გამო, მან ექს-კალათბურთელისგან საფრთხე იგრძნო და დაინახა, რომ პეინმა რაღაც ნივთის აღება სცადა, რომელიც დორითის იარაღი ეგონა. ამის შემდეგ, იგი საკუთარ სახლში შევიდა, ცეცხლსასროლი იარაღი გამოიტანა და პეინის მიმართულებით ერთი ტყვია გაისროლა.

პეინის მეგობარმა გოგონამ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ ედრიანი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა და იარაღი არ ჰქონია. გასროლის შემდეგ, დორითის მამა ავტომობილიდან გადმოვიდა და პეინის დახმარება სცადა, თუმცა ეს უკანასკნელი ერთი საათის შემდეგ, საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილზე პოლიცია დორითიმ გამოიძახა, რომელმაც 911-ზე დარეკვისას განაცხადა, რომ უცნობმა მამაკაცმა მის სახლში შეჭრა და მისი მიმართულებით სროლა სცადა.

ESPN-ის ცნობით, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ პეინი არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა და მის მანქანაში იარაღიც ვერ იპოვეს. დორითის რაც შეეხება, იგი პირველი ხარისხის მკვლელობაშია ბრალდებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჯერ არ გამოჩნდი, შემდეგ მიზეზების ძებნა დაიწყე
„ჯერ არ გამოჩნდი, შემდეგ მიზეზების ძებნა დაიწყე" - ილიამ ევლოევს უპასუხა